სივრცე, სადაც ბავშვები საკუთარ სამყაროს პოულობენ კაფეში.
კაფეში შევქმენით განსაკუთრებული სივრცე — „საპოვნელა“. სახელი შემთხვევით არ შეგვირჩევია. გვინდოდა ადგილი, სადაც ბავშვები არა უბრალოდ დროის გასატარებლად მოვლენ, არამედ იმისთვის, რომ იპოვონ — საკუთარი ინტერესები, შემოქმედება, მეგობრები და საკუთარი პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენები. „საპოვნელა“ არის თბილი, უსაფრთხო და შთამაგონებელი გარემო, სადაც ყოველი ბავშვი თავისუფლად გამოხატავს საკუთარ თავს. აქ არ არსებობს სწორი და არასწორი იდეა — არსებობს ფანტაზია, ცნობისმოყვარეობა და აღმოჩენა



რას ნიშნავს ჩვენთვის საპოვნელა?
ეს არ არის მხოლოდ ვორქშოფების სივრცე. ეს არის ადგილი, სადაც: ბავშვები სწავლობენ ფიქრს და არა მხოლოდ შესრულებას სწავლობენ კითხვას — “რატომ?” და “როგორ?” სწავლობენ ერთმანეთის მოსმენას და გუნდურ მუშაობას სწავლობენ საკუთარი იდეის დაცვას ჩვენ გვჯერა, რომ ბავშვობაში აღმოჩენილი ინტერესი ხშირად ხდება მომავალში ნაპოვნი პროფესია, ჰობი ან ცხოვრების სიყვარული

ჩვენი ვორქშოფები საპოვნელაში ვატარებთ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, რომლებიც ასაკისა და ინტერესების მიხედვით არის მორგებული:
შემოქმედებითი ვორქშოფები ხატვა, აპლიკაციები, ხელნაკეთობები, სხვადასხვა მასალებთან მუშაობა — ბავშვები სწავლობენ იდეის ვიზუალიზაციას და საკუთარ სტილს.
კითხვისა და ისტორიის შექმნის სესიები ჩვენ ვკითხულობთ, ვმსჯელობთ და შემდეგ ბავშვები თავად ქმნიან ისტორიებს. ეს ავითარებს წარმოსახვასა და მეტყველებას.
საგანმანათლებლო თამაშები ლოგიკური ამოცანები, გუნდური თამაშები და ინტელექტუალური აქტივობები, რომლებიც სწავლას სახალისოს ხდის.


თემატური და სეზონური ღონისძიებები სადღესასწაულო ვორქშოფები, მინი-მასტერკლასები და განსაკუთრებული თემატური დღეები, რომლებიც ყოველ თვეს განსხვავებული ემოციებით ავსებს სივრცეს